აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ რუსთაველის მოედანზე დღესაც გაიმართება

აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ რუსთაველის მოედანზე დღესაც გაიმართება. სწორედ დღეს უნდა წარმოადგინონ ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა და ხელისუფლებისადმი მოთხოვნები. აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მასობრივი დაუმორჩილებლობა დაიწყება. აქციას ოპოზიციაც უერთდება. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ხალხის მიზანია კიდევ ერთხელ აჩვენონ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპას ირჩევს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის მიზანი არა ევროკავშირის წევრობა, არამედ ძალადობით უპირატესობის მოპოვებაა. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ აზრის გამოხატვის უფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები