პრემიერის ანგარიში - მწვავე დაპირისპირება პარლამენტში

მუშტების ბრახუნი, ზურგის შექცევა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და რამდენჯერმე შეწყვეტილი სიტყვით გამოსვლა, - ასეთი სურათი იყო დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. სამთავრობო ანგარიშის წარდგენის დროს სიტუაცია რამდენჯერმე იმდენად გამწვავდა, რომ მანდატურის ჩარევა გახდა საჭირო. წინა გამოსვლების მსგავსად, პრემიერის რიტორიკა ოპოზიციის ნაწილის მიმართ ამჯერადაც საკმაოდ მწვავე იყო. მთავრობის მეთაურმა ცალკეული ოპონენტები ქვეყნის მტრობაში და კანდიდატის სტატუსის დაბლოკვის მცდელობაში დაადანაშაულა, სალომე სამადაშვილს კი მოღალატე უწოდა. მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონკრეტულ რეიტინგებზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრის გზავნილია, რომ საქართველო ასოცირებულ ტრიოში უკრაინას და მოლდოვას უსწრებს და კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. სიძულვილით სავსე და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების კრიტიკაზე აგებული გამოსვლა, - ასე შეაფასა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის ანგარიში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები