ბუნების ფოტოგრაფია და ვიზუალური თხრობა

28.05.2020 01:19:24

22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს National Geogrpahic Magaizne - საქართველოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და CENN-ის ერთობლივი ვებინარი გაიმართა მათთვის, ვისაც ბუნება და ფოტოგრაფია უყვარს და ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა National Geographic საქართველოსა და CENN-ის ერთობლივ ფოტოკონკურსში „ტრანსფორმაცია“. 2:25 საქართველოს ეროვნული მუზეუმის გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდის კურატორი რუსუდან ჩაგელიშვილი მოგითხრობთ კავკასიის ბიომრავალფეროვნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ; 10:45 ინფომრაცია ფოტოკონკურსის შესახებ; 12:20 ორნითოლოგი და ფოტოგრაფი ნიკა პაპოშვილი გაგიზიარებთ გამოცდილებას ველური ბუნების ფოტოგრაფიის შესახებ; 1:01:10 National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორი ნათია ხულუზაური გესაუბრებათ იმაზე, თუ როგორ უნდა დაწეროთ ფოტოს აღწერა. ვებინარი განხორციელდა National Geographic საქართველოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და CENN-ის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, მისი მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითრებისთვის (ADC) და კომპანია სილქნეტი.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო