2
რატომ ვერ გაიმართება საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი „დინამო არენაზე“ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიზეზებზე საუბრობს და იმ წერილს ასაჯაროებს, რომელიც სტადიონის ადმინისტრაციისგან ფედერაციამ მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, ფედერაციამ კი გადაწყვეტილება სწორედ ამ პასუხზე დაყრდნობით მიიღო. დოკუმენტი 6 აგვისტოთი თარიღდება, ის სოციალურ სივრცეში არასრული შინაარსით გავრცელდა, სადაც იარუსის შემოწმების საჭიროება ნახსენები არ არის. სწორედ ამიტომ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ წერილის გასაჯაროების გადაწყვეტილება. „როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი. ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ UEFA-ს უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი და ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი“ - აცხადებენ ფედერაციაში. როგორც ცნობილია, უკვე გადაწყვეტილია, რომ ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის პირველი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის „დინამო არენის“ ნაცვლად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თუმცა, ფედერაციის მდივანი დავით მუჯირი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი „დინამოს“ ადმინისტრაცია პრობლემას აღმოფხვრის, ისინი მზად არიან ოქტომბერში ალბანეთთან მატჩი „დინამო“ სტადიონზე ჩაატარონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ulamazesi qartuli simgera ავამღერე სიყვარული ვაჟა მალაციძე
GeorgianMelodyქართულიმელოდია
მედია რენტგენი | რადიო "თავისუფლება" და მედია ინკვიზიტორების...
Temur Charelashvili
„ევროპის გუნდის“ პროექტები - ევროკავშირი 2023 წელს ორი ახალი...
TV IMEDI
ევროპის დღე 2023
TV IMEDI
ევროპის დღე 2023 - რა ღონისძიებებია დაგეგმილი ორბელიანის მოე...
TV IMEDI
ნინას არვინ ninas arvin ♛
From Georgia
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკიდურესად გაჭირვებული ქამადაძეების მძიმე ყოველდღიურობა საფრ...
TV 25