„ევროპული საქართველოს“ შეთავაზება ოპოზიციას

ბრძოლის რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია პოსტ-საარჩევნო პერიოდში - ოპოზიციურ სპექტრში სამოქმედო გეგმის გარშემო ერთიანი პოზიცია არ არსებობს. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულმა 10-პუნქტიანმა გეგმამაც. ბოკერიას პარტიის სტრატეგიის მთავარი ხაზი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გადის, არჩევნების გაუქმების გზავნილი და ხელისუფლების დამარცხების წინაპირობად სააკაშვილის გათავისუფლების განხილვა კი მცდარ მიდგომად ფასდება. საკონსტიტუციო ცვლილებების არ დამტკიცების შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენაც მოუწოდებს. ამ გეგმას არ ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია, 10-პუნქტიან ხედვას მომხრეები არც სხვა პარტიებიდან გამოუჩნდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები