დიმიტრი ნეფარიძე - შუქრუთის მკვიდრი

06/04/2021

დიმიტრი ნეფარიძე ერთ-ერთია, ვინც კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად დაზარალდა. მისი სახლი, რომელიც საკუთარი შრომით მან და მისმა ოჯახმა ააშენა, ფაქტობრივად დანგრეულია და საცხოვრებლად საშიშია.

სამუშაოები კი ისევ გრძელდება, შესაბამისად - მისი სახლის ნგრევაც.

სოფელი შუქრუთი, სადაც ბევრი ოჯახი ცხოვრობდა და საკუთარი შრომით აშენებდა, დღეს, ფაქტობრივად, განადგურების პირასაა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის საელჩოსთან პროტესტი გრძელდება - შუქრუთელებმა, რომლებიც 25 დღეა, შიმშილობენ, წყლის დალევაზეც უარი თქვეს და მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს.

გვიპოვეთ აქ:
Facebook:   / mautskebeli..  .
Instagram:   / mautskebeli.  .
Web: http://www.mautskebeli.ge/​​​​​​​​​​​​​​

#მაუწყებელი

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან