ბადრი ესებუას დედის პირველი კომენტარი
ნიკა გვარამიას მიერ, ზუგდიდში, მძევლად აყვანაში დადანაშაულებულ ბადრი ესებუას დედა, გამოცემა "რეგიონულ კვირასთან პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ნინო ჯიქია აცხადებს, ბანკზე თავდასხმის დღეს სახლიდან, დაახლოებით, 12:00 საათზე პოლიეთილენის პატარა ცელოფნით გავიდა და დაიბარა, რომ თბილისში გამოკვლევებზე მიდიოდა. ოჯახის მტკიცებით, 21 ოქტომბრის შემდეგ ოჯახს ბადრისთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან მას ძველი მობილური აქვს და ტელეფონი ან გაფუჭდა ან დაუჯდა. ბადრი ესებუას დედა დეტალურად იხსენებს, როგორ გაუშვა შვილი 21 ოქტომბერს თბილისში. “სახლში იყო, დაახლოებით, იქნებოდა ასე 12-ის ნახევარი, პატარა ცელოფანში შეხვეული რაღაც მიქონდა. ვუთხარი – ბიჭო, მარშუტკაში არ შეგიშვებენ, პირბადე არ გაქვს-მეთქი და მაქვსო, მაჩვენა, ჯიბეში ჩაიდო და წავიდა. არაფერი არ მიქონდა იმას, ამხელა ავტომატი და ამხელა რაღაცები, თბილისში წავიდა. ერთი სამი წელია, არ მსახურობს, გვარამიამ იცრუა, უნდა დაბრუნებულიყო ბაზაშიო, არ მუშაობდა, რატომ უნდა დაბრუნებულიყო ბაზაში? დაბრუნდებოდა? ჩემი შვილი ამას არ იზამდა. ჩამოვა და ყველა ნახავს, რომ არაა ამ სიმაღლე. არც იცის, აქ რა ამბავია, ვერ ვუკავშირდებით, ალბათ, დაჯდა ტელეფონი ან გაფუჭდა. მე როგორც ვიცი, სამკურნალოდაა წასული, ხვალ ან ზეგ უნდა ჩამოვიდეს”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ნინო ჯიქია. MPN.GE- მარშალპრესი მოიწონე ჩვენი გვერდი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/marshalpress...
მარშალ პრესი-ის სხვა ვიდეოები
ბიძინა ივანიშვილისა და მისი შვილიშვილის ემოციური ვ...
ნინო ჯანგირაშვილის ჭორაობა TV პირველზე
პაციენტი უარს ამბობს კორონა ვირუსის ტესტის გაკეთებ...
სპეცოპერაცია თბილისსა და იმერეთში - ოპერატიული მას...
უკვე ყველა ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა - ირმა ზავ...
დაძაბული საუბარი გიორგი ვაშაძესა და ლევან იოსელიან...
10:34
ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს დ...
04:22
ისტერიკაში ჩავარდნილი ნაციონალების გამოსვლების კრ...
მსგავსი ვიდეოები
საპოლიციო მოქმედებები და გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცრემლი - TSREMLI (სუბტიტრებით!)
Tsremli
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას სასამართლო
TV IMEDI
მძევლების აყვანისა და ბანკზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი
Formula News
ბადრი ესებუას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას მამის მიმართვა
MULTIMEDIA GE