ვითარება უკრაინაში

უკრაინის საზღვრებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, კიევში ფრენებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. 12 თებერვალს არ შესრულდა „სქაი აფის“ რეისი პორტუგალიიდან, ფრენები შეწყვიტა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია „ქეი-ელ-ემმა“. „სქაი აფი“ მომატებული რისკის გამო, არც მომდევნო დღეებში გაყიდის ბილეთებს. თუმცა, პრეზიდენტის ოფისმა განმარტა, რომ უკრაინის ცა ღიაა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენჯერმე დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავს გერმანიის კანცლერი, რომელიც ხვალ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. რა ვითარებაა უკრაინაში - ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენი გადამღები ჯგუფი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინაში იმყოფება. ჟურნალისტი ლევან ახალაია, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე ქალაქ ხერსონში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაქტიკური წვრთნების მიმდინარეობა გადაიღეს. ლევან ახალაია მოგვიყვება დეტალებს უკრაინიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები