აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აღმოჩენები, რომლებიც მომავალს ქმნიან

26.11.2020 18:03

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ევროპის ერთ-ერთ უძველეს და მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქ ქუთაისში, დაახლოებით 15 წელია წარმოადგენს სამი მსხვილი, განსხვავებული პროფილის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანებას. შესაბამისად, უნივერსიტეტი, როგორც მრავალპროფილური უმაღლესი სასწავლო დაწესებულება – ახორციელებს ისეთ საქმიანობას კვლევისა და განვითარების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ინდუსტრიულ და სხვა სახის ინოვაციურ განვითარებას; უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 132 სამეცნიერო-კვლევით პროექტშია ჩართული. ფილმი სამ მათგანზე მოგითხრობთ. #ATSU #სამეცნიეროპიკნიკი #მეცნიერებაკაპიტანია

გაზიარება: