ავიცრათ ერთმანეთისთვის!


ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა იმატებს - კორონავირუსს კიდევ 86 სიცოცხლე ემსხვერპლა. 400-მდე ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ექიმები სიკვდილიანობის ყოველდღიურ საგანგაშო ნიშნულს მეოთხე ტალღის პიკის დროს ინფიცირების მკვეთრად გაზრდილ მონაცემებს უკავშირებენ და ლეტალობის მაჩვენებლის კლებას დაახლოებით სამი კვირის შემდეგ პროგნოზირებენ. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ კლინიკური მართვის პროტოკოლის მონიტორინგი იწყება იმის დასადგენად, ხომ არ აქვს მძიმე და კრიტიკული პაციენტების მკურნალობის პროცესში ხარვეზებს ადგილი. კონკრეტული სტატისტიკა ჯერ არ ქვეყნდება, თუმცა კლინიკებში ხაზს უსვამენ, რომ უმძიმეს პაციენტთა და გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია.

დამაიმედებელია ბოლო კვლევა, რომელიც ჩინურ „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“ ჩატარდა. ავტორიტეტულ ჟურნალ „ლანცეტის“ გვერდებზე უკვე გამოჩნდა იმ კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ჩინური ვაქცინები კრიტიკული დამძიმებისა და ლეტალობისგან ადამიანს 100 %-ით, საშუალო სიმძიმით წარმართვისგან კი 70%-ით იცავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან