Tatia Kay და giorgi kekelidze / გიორგი კეკელიძე – თუ მენატრები-Fall to rise
ქართულენოვანი ტექსტი #გიორგიკეკელიძე სიმღერის და ინგლისურენოვანი ტექსტის ავტორი #TatiaKay
თუ მენატრები, მე ვწვები და ღრმად ვხუჭავ თვალებს -
ეს ერთადერთი გზაღა დამრჩა შენი დანახვის.
ქუთუთოს თოვლზე გავს სიზმარი ცხადის ნაკვალევს,
რომელიც დილით ისევ წყდება და ჩემი სახლი
დილით ფარდების შეღამდება ნაცნობი ფრთებით,
შენ კი გვერდს იცვლი, მაჯა თითქოს გიცემს უგულოდ -
რადგან ხანდახან მარტოობა ისე გინდება,
საკუთარ ლანდსაც სიძულვილის ეჭვით უყურებ.
და გახსენდება, სადღაც აქვე არის სამყარო,
და გახსენდება, სანამ ჩემთვის ვნახავდი ზეწარს -
გზაზე, რომელზეც მივდიოდი, ჭორი დაყარეს -
უკან დაყარეს - ფეხის ნაცვლად, ჩრდილი გამეჭრა.
და ახლა ვკვდები, საფეთქელი ლულას მივადე,
არ მენანება მოუმკელი ჩემი სიბერე -
რადგან სიკვდილი ადვილია, როცა ცივა და
ცა ლამაზია და იქ ღმერთის ყოფნას იჯერებ.
giorgi kekelidze. Tatia Kay .
მსგავსი ვიდეოები
#აკუსტიკა მუსიკალური მიქსი
აკუსტიკა • Akustika • 1TV
წავკისის ბილიკებიდან გადასახედამდე - ველობლოგი
ქართული ველობლოგი
ფიქრები
Tatia
ქუთაისის სამი სიცოცხლე
Innovationzone
Web Exclusive, თათია სილაგაძე
Nichieri
მე მარტო ვარ მთებში
Tatia
სამშობლო/Samshoblo....
Tatia
Tatia Petriashvili - Lamazi Ferebi | ახალი ულამაზესი სიმღერა...
Georgian Music TV