გორის ბაზარში გაძვირებულ პროდუქტებზე საუბრობენ

13.10.2020 04:57

გორის ბაზარში გამყიდველები კლიენტების ნაკლებობაზე საუბრბოენ. ამის მიზეზი საკვები პროდქტის ფასებია, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაძვირდა. გამყიდველების თქმით, უმნიშვნელოდ მოიმატა ფასმა ხილსა და ბოსტნეულზე- ხოლო რაც შეეხება ხორცს, თევზსა და რძის პროდუქტებს, მათი ღირებულება ყოველთვის იმდენად ძვირი იყო, რომ კლიენტებს ხელი არ მიუწვდებოდათ. მოვაჭრეები პროდუქტის გაზრდილ ფასებს ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. დღეის მდგომაროებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 21 თეთრს შეადგენს. ეროვნული ვალუტის ცვლილებების პარალელურად კი თითქმის ყოველდღიურად იცვლება ფასები საკვებ პროდუქტებზე. ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge

გაზიარება: