სოლიდარობის შედეგი: გამოსახლება გადაიდო

10/05/2022

სახალხო სოლიდარობის შედეგად კეკელიძის ქუჩის #1-ში მევახშის მოთხოვნით ჩანიშნული გამოსახლება ისევ გადაიდო. ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ ოჯახის ახლობლები, სტუდენტები, სამევახშეო სისტემით დაზარალებული მოქალაქეები.
ხატიაშვილს 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ბანკისა და მევახშეებისთვის 80 ათას დოლარამდე უკვე გადახდილი აქვს. ის მზადაა, ბინის შესანარჩუნებლად მევახშეს კიდევ დამატებით თანხა გადაუხადოს, ვალის სრულად გასტუმრებასთან ერთად. ხატიაშვილის თქმით, მევახშე ამ პირობაზე არ თანხმდება, რადგან ბინის ხელში ჩაგდება აქვს განზრახული. წინა გამოსახლების მცდელობებისგან განსხვავებით, აღსრულების სამსახურმა ძალადობრივი ქმედებას მოლაპარაკების გზა არჩია.
ყოველდღიური გამოსახლება გრძელდება და ათასობით ოჯახი უახლოეს მომავალში უსახლკაროდ დარჩენის საშიშროების წინაშეა.

გვიპოვეთ აქ:
Facebook:   / mautskebeli.ge  
Instagram:   / mautskebeli.  .
Twitter:   / mautskebeli  
Web: https://www.mautskebeli.ge/

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან