რუსეთის დუმამ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა - ბოლო სიტყვას პუტინი იტყვის
07/09/2019
Tv Kavkasia-ის
მიერ
(ახალი ამბები 09.07. 2019)
მმართველი პარტიის- ედინაია რასიას ინიციატივას კენჭი დღეს პლენარულ სხდომაზე უყარეს. ეკონომიკური სანქციები რუსეთში ქართული ღვინის და წყლის მიწოდების და ფულადი გადარიცხვების აკრძალვას ეხება. რუსი დეპუტატები ასევე რუსთავი 2- ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც ითხოვენ.
კენჭისყრამდე სესიაზე განცხადებებიც გაკეთდა. რუსი დეპუტატები ამბობენ, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება დაუშვებელია, გამოვლენილი რუსოფობიისთვის კი ოფიციალურმა თბილისმა ბოდიში უნდა მოიხადოს. სესიაზე რამდენჯერმე ითქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული და სანქციები ურჩობისთვის კარგი სასჯელი იქნება.
მომზადებული ინიციატივა დუმიდან რუსეთის პრეზიდენს გაეგზავნება, რის შემდეგაც კრემლი უკვე ოფიციალურად გადაწყვეტს დააწესებს თუ არა ახალ ეკონომიკურ შეზღუდვებს საქართველოს წინააღმდეგ.
გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi