სამხედრო ფორმის ესკიზური პროექტის კონკურსი

28.05.2014 00:47

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის ფორმის ესკიზური პროექტის კონკურსი გამოაცხადა. განცხადების მიღება 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. სამხედრო მოსამსახურის ფორმის ესკიზურ პროექტებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც 11 წევრისგან 4 ნოემბერს დაკომპლექტდება. კომისია საუკეთესო ესკიზს 23 ნოემბერს გამოავლენს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე: http://mod.gov.ge/documents/tenders/t... https://www.facebook.com/photo.php?fb... დაინტერესებული პირები კონკურსთან დაკავშირებით, განმარტებებს მიიღებენ 17 ივნისს 13:00 საათზე თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღია კარის დღეზე.

გაზიარება: