ხერთვისის ციხისთვის ახალი ფუნქციების მოძებნაზე კულტურის კომიტეტი იმუშავებს

ხერთვისის ციხისთვის ახალი ფუნქციების მოძებნაზე კულტურის კომიტეტი იმუშავებს. პროექტის პრეზენტაცია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად, ხერთვისში გამართა. კომისია ციხე-სიმაგრეების შესაძლებლობებს შეისწავლის, მართვის გეგმას შეიმუშავებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. ინიციატივა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის. პროექტზე მუშაობა კომიტეტის წევრებმა ერთი თვეა დაიწყეს და ის ათასამდე ციხე-სიმაგრეს მოიცავს.

მსგავსი ვიდეოები