REGGAEON - მე ვიცი | Me Vici

08/10/2017
REGGAEON-ის მიერ

#REGGAEON #MEVICI
This is the official YouTube channel group REGGAEON. Enjoy the new content and let Us know what you think! Feel free to like and share the video with your friends. Subscribe to the official \"REGGAEON\" channel to learn more about new interesting content.

Full Album \"Me Vici\" | 2017
Music By: Lasha Nozadze
(C) (P) GMI Rights Management

▶ Official site: https://www.reggaeon.com
▶ Facebook - https://www.facebook.com/groupreggaeon
▶ YouTube -    / reggaeon  
▶ Instagram - https://www.instagram.com/reggaeon_of...
▶ Soundcloud - https://soundcloud.com/reggaeonofficial
▶ Spotify - https://open.spotify.com/artist/6KbR0...
----------------------------
ალბომის შეძენა შეგიძლიათ საიტზე: https://reggaeon.bandcamp.com/album/a...
Album can be purchased at: https://reggaeon.bandcamp.com/album/a...

რეგიონი - მე ვიცი
--------------
არ ვიცი რატომ, გაქვავდა გული, აღარ უსმენს სულს
არ ვიცი რატომ, მზე აღარ ათბობს, სიცარიელე დუმს
არ ვიცი რატომ, ვისი ბრძანებით ზღვა ჩემნაირი გაქრა
არ ვიცი რატომ, არ ვიცი როდის ცა და ღიმილი ჩაქრა
არ ვიცი რატომ, თენდება მარტო, არავინ ახლოს, რად არ იდარებს
სიკეთე არ თოვს, სიბნელე არ თმობს, სინათლეს აქრობს აღარ იდარებს
მის:
არ ვიცი რატომ უნდა მესროლო
არ ვიცი რატომ უნდა მკლავდე
არ ვიცი რატომ უნდა წამართვა
არ ვიცი რატომ უნდა გშურდეს
მე ვიცი, როგორ უნდა მიყვარდე
მე ვიცი, რისი უნდა მწამდეს
მე ვიცი, რისთვის უნდა ვიბრძოლო
მე ვიცი, რა რას უნდა ჰგავდეს

ვხედავ იმას რისიც არ მჯეროდა და ბავშვობაში მეგონა ზღაპარი
რომ ძალა კეთილის უსასრულოა, მარცხდება ბოროტი და ლხინიც აქ არის
მაგრამ ჩემს თვალწინ გახუნდა ფერები, ეგრე არ არი დაიღუნა ბგერები
მაცხოვრის სხეულივით დაიფლითა დედამიწა, ზღაპარი ზღაპარია, რეალობა შემდეგი
შეშფოთებული მსოფლიო ამბები: მუქარა, თოფები, ბომბები, ბავშვები
სიცოცხლე კონტრაქტშია, ნამუსი მტვერში, ვისი სული გსურს? აირჩიე ქსელში
სინანულს მოასწრებ დროა შოვნების, უნდა მოხვდე წრეში, მერე ბანკეტი
ურთიერთობა თან წრფელი უფასოდ, ყველაფერში მინი სუპერ ჰიპერ მარკეტი
ერთი ქაჩავს მარჯვნივ, მეორე მარცხნივ, ვინც დარჩა შუაში მშიერი ქუჩაში
გარბის, ჩერდება, ბრუნდება სად, ის ისევ იქ ისევ ისე დგას
ქაოსში გაზრდილი შავთეთრი სიზმრებით მჯერა, სიყვარულით ახლოს ვიქნებით
ვიცი რომ იყო და იქნება ზღვა მლაშე, სიკეთე ძნელი, სიმართლე მწარე
რადგან სიცოცხლე ისე ვეღარ ნავარდობს და სიკვდილის კარს არ აქვს საკეტი
ვიდრე იტყვი და ვიდრე იზამდე ღირს დაფიქრება, წამით გაჩერდი
მის:
არ ვიცი რატომ უნდა მესროლო
არ ვიცი რატომ უნდა მკლავდე
არ ვიცი რატომ უნდა წამართვა
არ ვიცი რატომ უნდა გშურდეს
მე ვიცი, როგორ უნდა მიყვარდე
მე ვიცი, რისი უნდა მწამდეს
მე ვიცი, რისთვის უნდა ვიბრძოლო
მე ვიცი, რა რას უნდა ჰგავდეს