კახა კუკავა "სათამაშო ბიზნესის მონიტორინგი"-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
03/03/2017
Casino Dealers of Georgia-ის
მიერ
საქართველოში შრომითი ურთიერთობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოუწესრიგებელი სფერო, მიუხედავად ამისა, არსებობს შრომითი კოდექსი, რომელიც ფორმალურად იცავს დაქირავებულის უფლებებს, ხშირ შემთხვევაში მათი ურთიერთობა რეგულირდება სხვა წესებით, ეს არის წესი, როდესაც გარკვეული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაქირავებულთან უთანხმოებაში მოსვლისას ეუბნება: თუ არ გინდა წადი. ხშირ შემთხვევაში თანამშრომელს და დამქირავებელს ჰგონია, რომ ეს მოთხოვნა გამომდინარეობს კანონიდან, მაგრამ აღნიშნული მოსაზრება მცდარია და ნებისმიერ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას უნდა ჰქონდეს თავისი კანონიერი საფუძველი, იქნება ეს დისციპლინის უხეში დარღვევა, თუ შრომის ხელშეკრულების ვადის ამოწურვა. თუ ასეთი კანონიერი საფუძველი არ არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში დაქირავებულს უფლება აქვს იდავოს სამსახურში აღდგენაზე. ასევე შეუძლია იდავოს კომპენსაციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს.
მნიშვნელოვანია დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა იცოდნენ სამართლებრივი მექანიზმის შესახებ, როგორიცაა: ვადები და ხანდაზმულობა. როგორც კი შრომით ურთიერთობაში შეიქნმება პრობლემა და მიიღებთ წერილობით შეტყობინებას თქვენი დამსაქმებლის მხრიდან, რომ თქვენ გაშვებული ხართ სამსახურიდან ან თქვენ არ იღებთ შრომით ანაზღაურებას, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ იურისტს ან ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ორგანიზაციის წევრებს უწევს უფასო იურიდიოლ-სამართლებრივ მომსახურეობას. რათა დამსაქმებლის შეტყობინებიდან 30 დღის ვადაში დასაქმებულმა მიმართოს წერილობითი პრეტენზიით, რის შემდეგაც დამსაქმებელს აქვს 7 დღიანი ვადა პასუხის გაცემისთვის და ამ პასუხიდან 30 დღის ვადაში ჩვენ გვაქვს უფლება მივმართოთ სასამართლოს. აღნიშნული ვადების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ დასაქმებული იწყებს სამართლებრივ დავას არა იმ ვადებში, რომელსაც კანონი ითხოვს, არამედ მაშინ, როდესაც ბოლო იმედი გადაეწურება ხოლმე და დამსაქმებლის ყველა დაპირებას ვადა გაუვა.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შრომითი სადავო საკითხის წერილობითი მიმართვის ვადაა 30 დღე, რომელიც წარდგენისას უნდა დადასტურებულ იქნას ორგანიზაციის ადმინისტრაციის ხელმოწერით ან ფოსტით.
რაც შეეხება სასამართლო სტატისტიკას, უნდა ითქვას, რომ ხშირია სასამართლო პრაქტიკა, როდესაც დავები წყდება დასაქმებულების სასარგებლოდ. აღნიშნული საკითხი საქართველოში დიდი გამოცდილების და ტრადიციების მატარებელი არ არის და ახლა ყალიბდება, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია მოწოდებულია სწორედ იმისათვის, რაც წერია შრომით კოდექსში ამ უფლებებით რეალურად ისარგებლონ დასაქმებულებმა.
მიანდეთ თქვენი უფლებების დაცვა პროფესიონალებს _ არასამთავრობო ორგანიზაცია სათამაშო ბიზნესის მონიტორინგი
სადავო საკითხების წარმოშობისას მოგვმართეთ ცხელ ხაზზე ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით.
ცხელი ხაზი: 599 34 20 96;
ვებ გვერდი: http://gbm.ge/geo/
ფეისბუკის გვერდი: / gbm.ge