სოსო ვახტანგაშვილი: "ეროვნული ფორუმი" იქნება იქ, სადაც ქვეყანას დაჭირდება

03/13/2016

11 მარტს \"ეროვნული ფორუმის\" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ (სოსო) ვახტანგაშვილი ტელეკომპანია \"ობიექტივის\" გადაცემა \"აზროვნების თავისუფლებას\" სტუმრობდა.

დეპუტატმა გადაცემაში მიმდინარე თვეში გასამართ \"ეროვნული ფორუმის\" რიგგარეშე ყრილობაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნების ირგვლივ შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე, ქორწინების განმარტების საჭიროებასთან დაკავშირებით მმართველი კოალიციის მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, გორის საკრებულოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

გადაცემის მიმდინარეობისას პარლამენტის წევრმა პირდაპირ ეთერში შემოსულ ზარებსაც უპასუხა.
11.03.2016

წყარო: http://www.obieqtivi.net/tv.php?id=25569

ვიდეოები „ეროვნული ფორუმი"-ისგან