გაფრინდაშვილი VS #Netflix-ის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღება მოსმენის გარეშე გადაწყვიტა
ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსის" წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კალიფორნიის შტატში, აშშ-ის დროით 14:00 საათზე, ხოლო საქართველოს დროით 25 იანვრის ღამის 02:00 საათზე გაიმართა. იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი, რუსუდან მაისურაძე აღნიშნავს, რომ საქმე კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ - ვირჯინია ფილიპსმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს ეხება, რომელსაც ნეტფლიქსმა მოგვიანებით “უწყინარი” ცვლილება უწოდა. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. ხოლო თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. იურიდიულ ფირმა BLB-ში აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტუმარი: რუსუდან მაისურაძე - იურიდიული კომპანია BLB-ის პარტნიორი;
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix/“დღის არხი“/“რადიო იმედი,Radio...
რადიო იმედი
Netflix VS ნონა გაფრინდაშვილი - დავა მორიგებით დასრულდა
Business Media Georgia
„დებიუტი მოგებულია" - ნონა გაფრინდაშვილი ღია წერილს აქვეყნებ...
TV IMEDI
ნონა გაფრინდაშვილი vs მაია ჩიბურდანიძე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ნონა გაფრინდაშვილი VS წამყვანები...
TV IMEDI
ევროპის ჩემპიონატი 1/2 ფინალი - იტალია VS ესპანეთი
TV IMEDI
#BMGDRIVE - ირაკლი გაფრინდაშვილთან ერთად - "სათიბე" ერთი იდე...
მარიამ გაფრინდაშვილი - ეს იყო თავგასული ზონდერების დაჯგუფება
ტვ პირველი • TV Pirveli