ონლაინ-ფინანსური პირამიდა - დაზარალებული მოქალაქეები

ფინანსური პირამიდით დაზარალებული მოქალაქეები. გაშიფრული და ჩამოშლილია რამდენიმე ონლაინ-სქემა, რომლებმაც მომხმარებლები სოლიდური თანხით აზარალეს. პირობა ასეთი იყო: კონკრეტული ინტერნეტ-აქტივობების სანაცვლოდ სქემის ავტორები მოქალაქეებს მაღალ საპროცენტო სარგებელს ჰპირდებოდნენ, სქემაში მეტი ადამიანის ჩართვის შემთხვევაში თანხა კიდევ უფრო იზრდებოდა. დაზარალებულები სურვილის შემთხვევაშიც სამართლებრივ დავას ვერ დაიწყებენ, რადგან რეგისტრაციის გავლის დროს სარისკო პირობებზე თანხმობა თავად აქვთ გაცხადებული. ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსმა თაღლითურმა შეთავაზებებმა ვირტუალურ სივრცეში საკმაოდ იმატა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები