"საქართველოს შვილები" მოძრაობას იწყებს! კონფერენცია და ირაკლი დოკვაძის მიმართვაციხიდან.24.10.22
● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php ● შემოგვიერთდით: / pktv.ge საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა"საქართველოს შვილები" ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას იწყებს! აღნიშნული მოძრაობის პროგრამის გასაცნობად, 24 ოქტომბერს, 2022 წ. ჩატარდა კონფერენცია თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამავე კონფერენციაზე მიმართა მოქმედმა პოლიტპატიმარმა და მოძრაობა"საქართველოს შვილების" გენერალურმა მდივანმა ირაკლი დოკვაძემ მმოსახლეობას, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ციხიდან. კონფერენციაზე რეგიონებიდანაც იყვნენ ჩამოსულნი ქართველი მამულიშვილები, საქართველოს შვილები: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი... იმედია, მალე აუცილებლად საქართველოს სხვა რეგიონებიც შემოგვემატებიან და გავმრავლდებით! მეგობრებო, ჩემო ქართველნო, ქრისტესმიერო დანო და ძმანო, მამულიშვილნო! 2022 წლის 24 ოქტომბერს, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, მოძრაობა "საქართველოს შვილების" ლიდერმა, მოქმედმა პოლიტპატიმარმა ირაკლი დოკვაძემ ციხიდან მიმართა საქართველოს მოსახლეობას, სადაც მან ისაუბრა იმ გზებზე, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ საქართველოს გადასარჩენად. ამ მოძრაობის პროგრამა კი იქ შეკრებილ საზოგადოებას გააცნო "საქართველოს შვილების" თავმჯდომარე ზაქარია როჭიკაშვილმა. ვინც თვლის თავს საქართველოს შვილად საქართველოს შინ თუ გარეთ, შემოგვეხმიანეთ ტელეფონზე 577408382, 0322182519. საქართველოს შვილებს, ვისთვისაც სამშობლოს უპირველეს ყოვლისაა, გელით - რაც მეტნი შევიკრიბებით, ბევრად უკეთესია. ყველას დავანახებთ, რომ ერთ მუშტად შევიკარით და რომ ვიბრძოლებთ ჩვენი მამულის, ჩვენი ღირსების, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად! ტელეკომპანია PKTV შეხვედრის ადგილიდან პირდაპირ ეთერში სოცქსელებისთვის მუშაობდა, შემდეგ კი ამ შეკრების რეპორტაჟი ვიდეოჩანაწერის სახით გავიდა ტელეკომპანია PKTV-ს ეთერში. ასე რომ, გელით, მამულიშვილნო! პატივისცემით, თქვენი ქეთი სესიაშვილი. იმედს ვიტოვებ, რომ ბევრნი დავდგებით ერთად. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: მოძრაობის თავმჯდომარე ზაქარია როჭიკაშვილი; მოძრაობა"საქართველოს შვილების" გენერალური მდივანი, მოქმედი პოლიტპატიმარი, ხელისუფლებების ტყვე-მძევალი 25 წელია, ირაკლი დოკვაძე - ვიდეო-მიმართვით ციხიდან; ქალბატონი დენიზა სუმბაძე, ბატონები: ავთანდილ ზაქარაძე, დავით თორდია, რევაზ კირვალიძე, ზაურ ბედია, გიორგი თევზაძე, ულდანი შელია, გიორგი თუთბერიძე, ბორის მიქელაძე... კონფერენციაზე გაკეთდა განცხადება - შეთავაზება, სამეგრელოს და აჭარის რეგიონების, ასევე მოძრაობა"საქართველოს შვილების" ახალგაზრდული ფრთის სავარაუდო ხელმძღვანელების თაობაზე. კანდიდატურები არიან: ბატონები: დავით თორდია, ბორის მიქელაძე, გიორგი თუთბერიძე... ჩემო ქრისტესმიერო დანო და ძმანო! ყველამ, ვინც თვლით თავს საქართველოს შვილად და ვინც გამოთქვამთ სურვილს, შემოგვიერთდეთ საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლაში, გთხოვთ, მომწეროთ პირადში, ვინ შემოგვიერთდებით მესინჯერში, ან ვაიბერზე, ან ვოცაპზე და თუ გნებავთ აქ ვიდეომიმართვის ქვემოთ, კომენტარებში, მადლობელი ვიქნები შეხმიანებისთვის. ჩვენ საქართველო გვეძახის. ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. გვახსოვდეს: ჩვენივე თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს!!! - ეს აქსიომაა და ბევრი ლაპარაკი აღარ უნდა! გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს, ჩვენთან არს ღმერთი, არს და იყოს! და გვახსოვდეს: სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს გადარჩენას არანაირი ფული არ ჭირდება, მითუმეტეს, " "ვიღაცეების" გაურკვეველი წარმომავლობის ფინანსები, ვიღაც ჩამოთესლილების - საქართველოში ან იმპერიული უცხოეთიდან შემოყრილი, ჩვენს დასამონებლად! გავიღვიძოთ, ქართველნო, საქართველოს შვილნო, თორემ ხომ ხედავთ - "დეპოში" ვართ! დიდი სიყვარულით, თქვენი ქეთი სესიაშვილი ტელეკომპანია PKTV ზაქარია როჭიკაშვილი, მოძრაობა 'საქართველოს შვილების" თავმჯდომარე; ირაკლი დოკვაძე (ციხიდან) - ერთადერთი მოქმედი პოლიტპატიმარი. მოძრაობა 'საქართველოს შვილების" გენმდივანი, მოძრაობის ლიდერი ზაქარია როჭიკაშვილთან ერთად. ორი რაინდი - ოღონდ აღარ მწუხარე სახის! დანარჩენს შეხვედრაზე გაიგებთ. საინფორმაციო მხარდაჭერა ტელეკომპანია PKTV. სხვა ტელევიზიებიც თუ ინებებთ მობრძანებას, სასიხარულო იქნება! მოძრაობა "საქართველოს შვილებს" გაუ-მარჯოს!გაუმარ-ჯოს!გაუმარ-ჯოს!!!!! მოქმედი პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე, "საქართველოს შვილების" თავმჯდომარე ზაქარია როჭიკაშვილი, დავით თორდია (სამეგრელო) , ქეთი სესიაშვილი, ბორის მიქელაძე (აჭარა) და.... 2024 ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV ●
PK TV2-ის სხვა ვიდეოები
მე-2 ნაწ. 1992 წლის მიტინგების დარბევები; 'იბერია...
წმიდანთა სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში, PKTV იხსენებ...
ქარდავები ჯვარის ბატალიონიდან : პრეზიდენტ გამსახუ...
PKTV- ს დოკუმენტური ფილმი "შეხვედრა მუჟავაში ჯვარ...
მე- 2 ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე,...
1-ლი ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე, ლ...
1-ლი ბლოკი: ბრინჯაოში გაცოცხლებული უკვდავება - პრე...
#1 ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის! ვინ არის დამნაშ...
მსგავსი ვიდეოები
ავთანდილ ზაქარაძის გეგმები საქართველოს გადასარჩენად! "საქართ...
PK TV2
ც ციხიდან: "საქართველოს შვილები"ეროვნულ-განმათავისუფლებელ მო...
PK TV2
#2 .PKTV-საქართველოს,როგორც სახელმწიფოს, გადარჩენის და მოწყო...
PK TV2
#1: ციხის უფროსი ხელისუფლებების მძევალ ირაკლი დოკვაძის გამო...
PK TV2
ნაწ.1-ლი: მოძრაობა "საქართველოს შვილების" შიშველი სიმართლე...
PK TV2
ზაქარია როჭიკაშვილი, მოძრაობა 'საქართველოს შვილები': თავისუფ...
PK TV2
საქ.ეროვნული მოძრაობის წევრის, ექიმ ოლეგ ჟვანიას სიტყვა ირაკ...
PK TV2
"საქართველოს შვილების" შიშველი სიმართლე ფსევდო და ურაპატრიოტ...
PK TV2