შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
06/26/2015
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლი „ვალე“-ს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით 6 პირი: ირანის ისლამური რესპუბლიკის 3 მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული ტოჰიდ ე, 1971 წელს დაბადებული ნაჰარინ მოჰჰამად ა, 1959 წელს დაბადებული სეიედ რაზავი მირ ქ. და საქართველოს 3 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ცოტნე პ, 1990 წელს დაბადებული ნიკა ბ. და 1957 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. დააკავეს. სამართალდფამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში საზღვარზე გადასვლისას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები თბილისში დააკავეს.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:http://goo.gl/GxT4lf
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:http://goo.gl/GxT4lf