ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

04/07/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: მყისიერად მოვითხოვეთ მტკიცებულებებისა და წყაროს წარმოდგენა, თუმცა არც ერთი და არც მეორე არ გაუკეთებიათ, რადგან ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ჰაერიდან მოტანილი განცხადება
▪„უკრაინის ხელისუფლებისთვის მაქსიმალურად გვაქვს მეგობრობის ხელი გაწვდენილი, მაგრამ მარტივ რამეს ვერ ვაღწევთ - ის კრიმინალები, რომლებიც აქ უამრავი დანაშაულით გამოირჩეოდნენ, უკრაინის ხელისუფლებიდან გაუშვან“
▪„არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებითაა დაკავებული - საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ჩვენი პარტნიორები ყველაფერთან დაკავშირებით არიან ინფორმირებულნი“
▪„ნატოს წევრებს სხვანაირი დახმარება შეუძლიათ, ჩვენ სხვანაირი - ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არის მაქსიმუმი - სადაც საქმე ეხება პოლიტიკურ მხარდაჭერას, ის ყველგან გამოვხატეთ, ასევე, მაქსიმალურად ხელგაშლილები ვართ ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით“
▪„საქართველო არ იქნება სანქციებისთვის თავის არიდებისთვის გამოყენებული“
▪„საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას არ უნდა ომი, მას აქვს მეხსიერება, გვახსოვს 1990-იანი წლებისა და 2008 წლის ომები - ყველა კარგად ხვდება, რომ ომი უმძიმესი შედეგების მომტანია სახელმწიფოსთვის“
▪ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022