FuLA, Ol'boy - მოირბინე

Lyrics: ხან ვაჩერებ დროს, ხან მივყვები დინებას, არ ველოდები ამინდების ცვლილებას, არ ვუშინდები, ჩემით ვაგებ კიდობანს, თუ დამემგზავრები მე გაგიწევ გიდობას. თითქოს მომეცა ძალა. რომ ეს ყველაფერი გადამეტანა, ხოდა მეც გადავრჩი, ამიტომ გიყვები, თუ აქამდე რა ძალამ მომიყვანა... არ მინდა ამდენი დავა, არც ეს უაზროდ ამდენი მალვა, უბრალოდ გააღე კარები, შემოდი, შეხედე, დრო როგორ სწრაფად გავა... დამთავრდეს, მინდა დამთავრდეს, ეს ყველაფერი მალე მინდა დამთვრდეს, ყველა გადადგეს, ვინც ცრუ განაჩენს, ხელს მოაწერს და მაინც მშვიდად ძინავს... მივატოვებდი ყველაფერს რაც არ არის წმინდა, არ ველოდები არავის, მე მარტო ყოფნა მინდა ... მოდი ისევ ჩემთან მოირბინე, ხო' ხედავ რომ სხვებთნ მოიწყინე, უჩემოდ ვერსად გადმოიფრინე, უნუგეშობას მე შეგივსებ ნუგეშით (2X) ბევრი დატოვებს და ბევრი ვერ გაიგებს აუდიტორიას, ცოდნას ვერ წაიღებს, მგონი მათი ტვინი ამდენს ვერ დაიტევს, ვარ ატომი და ვხლეჩ აინშტაინებს ... ქარმა რაც მოიტანა, ქარი წაიღებს, ქარი არ მოიტანს, ქარი არ წაიღებს, საერთოდ არ მესმი ვინ რას მარიგებს, არავინ მიმჩნევს, ყველა თვალს მარიდებს . რაც გუშინ ვერ გაიგე, გასწავლი დღეს, რამდენი მქონია შენგან სასწავლი მეც, თუკი უკვე იცი რომ ვარ სასწაული, რა გინდა, მქონია, მაშინ საბაბი მეც ... შენ მარტო მითხარი სად წავიდეთ, გთხოვ, მარტო მოსკოვში არ წავიდეთ, არ ვიცი ეს ცოდნა სად წავიღეთ, განა ვერ გავიგეთ, არა, არ გავიგეთ. განებივრებულები ვართ ბუნებით და ცოტა საპატიებელი არის ჩვენი სიზარმაცე, დამოკიდებულები ვართ სულ ერთმანეთზე და ამაშია მთელი შინაარსის სილამაზე, ვერსად, ვერავინ, ვერასდროს, ვერავინ ვერ გაიგებდა თუ რამდენჯერ მიფიქრია მე ამაზე, და მეც შვაფასე, მთელს ქვეყანაზე, მთელი სიმახინჯე, მთელი სილამაზე .. მგონი შენ არ იცი ვინ იყავი და მერე ვინ გახდი, მე მეოცე საუკუნეშუი რეპერად დავიბადე, მე ოკეანეში ვიყავი თევზი და არასდროს არ მინახავს ადამიანის ბადე, მე ჩემი აზრით ყველაფერი ვცადე, სწორედ ამის შედეგია რომ მე კვლავ დავიბადე, FuLA და დადე, FuLA თუ დებ დადე, ნუ გამომაცრუდებატე ... მოდი ისევ ჩემთან მოირბინე, ხო' ხედავ რომ სხვებთნ მოიწყინე, უჩემოდ ვერსად გადმოიფრინე, უნუგეშობას მე შეგივსებ ნუგეშით (2X)

მსგავსი ვიდეოები