საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის მიმართვა UNESCAP -ის 77-ე სესიაზე
04/28/2021
საქსტატი / Geostat-ის
მიერ
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის მიმართვა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) 77-ე სესიაზე.
გოგიტა თოდრაძემ თავის გამოსვლაში მონაწილეებს სტატისტიკის კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან ასევე ისაუბრა სტატისტიკის კომიტეტის მიღწევებზე და მონაწილეებს კომიტეტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააცნო. მოხსენებისას ხაზი გაუსვა ოფიციალური სტატისტიკის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხორციელება, სტატისტიკის სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობა, დიდი მონაცემების (Big Data) ფართოდ გამოყენება, გენდერული სტატისტიკის შემდგომი განვითარება, ეროვნული ანგარიშების წარმოება და სხვა.
#Geostat #Gogitatodradze #unescape #saqstati