შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

25.05.2015 01:12

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ზაურ მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა სოფელ ჩაისუბანში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 2784 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ემ“-ის და „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 25 ავტომატის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის 4 ხელყუმბარა, 2 ხიშტ-დანა და „ვალტერის“ ტიპის პისტოლეტი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

გაზიარება:
GM Sunshine

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
01:17

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენ...

TV 25

შსს-მ ტროტილი, ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
01:33

შსს-მ ტროტილი, ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
03:33

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო  შეძენა შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პი
00:34

შსს მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძე...

Civil Press სამოქალაქო პრესა

დაკავება იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით
00:22

დაკავება იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ ქარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
00:54

შსს-მ ქარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგრელოში 1 პირი დააკავა
00:39

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება

ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო