შინაგან საქმეთა სამინისტროში მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

30.09.2020 00:20

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - მმართველი საბჭოს მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახაბერ საბანაძემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელი გუნდის - ორგანიზაცია "Hulla \u0026 Co Human Dynamics KG"-ის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვ. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ახალი პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
01:38

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ახალი პროექტის მმა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს აკადემია AEPC-ს მმართველი საბჭოს კომიტეტის წევრად აირჩიეს.
01:54

შსს-ს აკადემია AEPC-ს მმართველი საბჭოს კომიტეტის წევრად აირჩ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა
05:37

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიხუანასთან დაკავშირებული ხმაურიანი კანონპროექტიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი
05:34

მარიხუანასთან დაკავშირებული ხმაურიანი კანონპროექტიდან ახალი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საგამოძიებო კომისიის ინიციატივა
04:58

საგამოძიებო კომისიის ინიციატივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა
04:08

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში
02:34

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
03:03

ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირია დაკავებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო