შინაგან საქმეთა სამინისტროში მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
09/30/2020
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - მმართველი საბჭოს მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახაბერ საბანაძემ გახსნა.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელი გუნდის - ორგანიზაცია \"Hulla \u0026 Co Human Dynamics KG\"-ის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვ.
Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804