„დავბრუნდებით ყვავილებით ხელში\"- სტუდენტების აქცია ანაკლიაში.
სოხუმის დაცემიდან მე-19 წლისთავთან დაკავშირებით შ.მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მდუმარე აქცია გამართეს განახლებულ ანაკლიაში სახელწოდებით ,,დავბრუნდებით ყვავილებით ხელში\". თეთრ მაისურებში გამოწყობილმა სტუდენტებმა მოაწყვეს მსვლელობა ანაკლიის სანაპიროზე, დაანთეს სანთლები და სიმბოლურად ცაში აუშვეს მანათობელი ბუშტები. ახალგაზრდებმა ასევე მოამზადეს წერილი აფხაზი თანატოლებისადმი, რომელიც შავ ზღვას გაატანეს. აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.
http://www.odishi.ge/
/ odishitv