ძმები ნუცუბიძეები u0026 ბენდი - შენს ნატვრის ხეს / Dzmebi Nucubidzeebi u0026 Band - Shens natvris xes

11/16/2021
Dzmebi Nucubidzeebi Official-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი:    / @dzmebinucubidzeebiofficial3713  

ტექსტი - აჩიკო ჯოჯიშვილი
მუსიკა - გიორგი ნუცუბიძე
არანჟირება - გიორგი ნუცუბიძე
მასტერინგი - ზაზა გოჩიტაშვილი
ვოკალი - ოთო ნუცუბიძე
გიტარა, პირველი ხმა - გიორგი ნუცუბიძე
ფანდური, ბანი - ლადო გურგენიძე
ბანი - გიო ხუციშვილი

სიმღერის ტექსტი:

გაწვიმდა და გავარდისფრდა სამყარო,
წვიმის წვეთებს ეფერება სხივები,
მაისის თვეს რად სურს შენთან გამყაროს,
ვიცი, ვიცი მაისს შევეწირები.

ცად ღრუბლებმა შეკრეს ფიქრის კამარა,
შენ ჩემთან ხარ, მაგრამ მაინც ვერგწვდები,
ღმერთო როგორ მომანატრე თავი და
მზის სხივი ხარ აბა როგორ შეგწვდები.

მის:
შენს ნატვრის ხეს ვრთავ ოცნების ფერებით,
წითელს გჩუქნი, იისფერიც შენია,
ვარდის სურნელს ლამაზ ფიქრში გიხვევ და
ეგ ფიქრი ხომ ჩემი განაჩენია.

დიდი მადლობა ტექსტის ავტორს! აჩიკო ჯოჯიშვილს!





#DzmebiNucubidzeebi #NucubidzeProduction #შენსნატვრისხეს