AUTOPAPA - ძირითადი შესაძლებლობები

05/04/2016
Autopapa-ის მიერ

ავტოპაპაზე თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი. აგრეთვე განათავსოთ განცხადება ავტომობილის გაყიდვის შესახებ.
ავტომობილის შესარჩევად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სწრაფი ძიების ფორმა საიტის მთავარ გვერდზე. მიუთითეთ მარკა და მოდელი, ფასი, ადგილმებარეობა თუ სხვა დამატებითი ძიების პარამეტრები და ავტოპაპა მოძებნის თქვენთვის სასურველ განცხადებას თავის მონაცემთა ბაზაში.
ძიების შედეგების გვერდზე თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნაპოვნი ავტომობილების ჩამონათვალი. თუ სია ძალიან დიდია, შეგიძლიათ მიუთითოთ ძიების დამატებითი კრიტერიუმები.
განცხადების დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ ავტომობილის სურათს ან მარკის და მოდელის დასახელებას.
განცხადების გვერდზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს, გაიგოთ მფლობელის მობილურის ნომერი და დაათვალიეროთ ავტომობილის სურათები.
თუ თქვენ მოგეწონათ ავტომობილი, დაამატეთ ის არჩეული ავტომობილების სიაში. არჩეული ავტომობილების ჩამონათვალის სანახავად გახსენით განყოფილება „ჩემი ავტოპაპა“ და აირჩიეთ პუნქტი „არჩეული ავტომობილები“.
გვერდზე „ჩემი განცხადებები“ თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ განცხადება ავტომობილის გაყიდვის შესახებ, შემდეგ კი მოახდინოთ მისი რეკომენდაცია საიტის მთავარ გვერდზე, ძიების გვერდებზე და საიტის სხვა განყოფილებებში.
გვერდზე საძიებო აგენტები თქვენ შეგიძლიათ მართოთ ავტოპაპას საძიებო აგენტები.
განყოფილებაში ჩემი მონაცემები თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ექაუნთის პარამეტრები და განაახლოთ თქვენი მობილურის ნომერი, თუ ის შეიცვალა. აგრეთვე გააკეთოთ განაცხადი დილერის გვერდის შესაქმნელად.
ავტოპაპას მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია ონლაინ დახმარების ფორმის მეშვეობით საიტის მთავარ გვერდზე, სკაიპით, ან ცხელი ხაზის ნომერზე +995 322 05 05 55. ავტოპაპა სიამოვნებით გიპასუხებთ თქვენს ყველა შეკითხვაზე.#http://export.autopapa.ge/