#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2024 #LIVE


• ოპოზიცია გამჭვირვალობის სადავო კანონპროექტის უკან გასაწვევად ბრძოლას აგრძელებს და მიზნების მისაღწევად ყველა ბერკეტის გამოყენებას გეგმავს - ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტში ბრძოლის პარალელურად ქუჩის აქციების გაგრძელებასაც აანონსებენ; ოპოზიციის სტრატეგია და გეგმები
• ქუჩაში მიმდინარე პროტესტი და აქციებზე განვითარებული მოვლენები - ერთსაათიანი ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას“, ორად გაყოფილი აქცია და ოპოზიციის ნაწილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებული პროტესტი; მოწოდება ხელისუფლების გადადგომისა და ცალკეული მედია საშუალებების მიმართ აგრესიისკენ, პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა და შედეგები
• აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ფერმერები შესაბამისი პოლისის ყიდვით, სტიქიური მოვლენებისგან მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის და მოსავლის დაზღვევას შეძლებენ - პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები, სარგებელი და მიმართვის სტატისტიკა
• აშშ-ის კონგრესში დაგეგმილ კენჭისყრამდე უკრაინის პრემიერი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ რუსეთთან უკრაინის მარცხმა შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს - კონგრესისთვის წარსადგენი კანონის მიხედვით, ვაშინგტონი კიევს იარაღს უსასყიდლოდ აღარ გადასცემს და დახმარებას სესხის სახე ექნება

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან