GII 2022 და საქართველო – გამოწვევები და შესაძლებლობები

2 თვის წინ
Business Media Georgia-ის მიერ

სად არის საქართველო ინოვაციების კუთხით? ეს კითხვა bmg-სთვის მას შემდეგ უფრო აქტუალურია, რაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ უშუალოდ უნდა ჩაერთოს – სააგენტოს ფორმით – და წაახალისოს და მხარი დაუჭიროს ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ – გადასახადების გადამხდელები ჩვენი თანხის ნაწილს ვაინვესტირებთ საკმაოდ მაღალრისკიან ბიზნესებში, რომლებმაც შემდგომ წარმატებას უნდა მიაღწიონ და გადასახადების სახით, დოვლათი უკან დაგვიბრუნონ და რაც მთავარია, ჩვენს მიერ მათთვის მინდობილ ფულზე მეტად შეძლონ სამომავლოდ მთლიანი ეკონომიკის მხარდაჭერა და ზრდა. იმდენად, არაფრიდან დავიწყეთ, რომ დღეს შესაძლოა იმითაც ვაფასებდეთ წარმატებას, რომ მაგალითად, საქართველოს სტარტაპ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ერთი იუნიქორნი – პულსარ ეიაი; ტენეომ სულ ცოტა ხნის წინ გზამკვლევი გამარჯვება მოიპოვა სხვა სტარტაპებისთვის – ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენ უკვე ქართული მაგალითები გვიჩანს, როლური მოდელები, რომლებთან თავის გაიგივება გაცილებით უფრო მარტივია, რადგან ისინიც ჩვენი საერთო კონტექსტის ნაწილი არიან – ამიტომ თუ მათ შეძლეს, სხვაც შეძლებს, თუ სწორად მოინდომებს და დაგეგმავს. სტუმარი: ირაკლი ქაშიბაძე - Future Laboratory-ის დამფუძნებელი;

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან