"ვთხოვთ მერიას გამოვიდეს და დაგვეხმაროს"-ქუთაისში ნიკეას ბაზრობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈

მერიის წინ, ქუთაისში ნიკეას ბაზრობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს. ისინი თვითმმართველობის შენობის წინ სხვადასხვა პროდუქტებით დატვირთულები მივიდნენ და გზის ნაწილი დაკეტეს. აქციის მონაწილეებმა მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, ბაზრობაზე კერძო მეპატრონე გადასახადს, დღითითი დღე ზრდის . 10 ლარიდან 40 ლარამდე ავედით და ალბათ კიდევ გაიზრდება ყოველდღიური გადსახადი , ამის საშუალება კი ჩვენ არა გვაქვს აცხადებენ ისინი. მათ მერისგან კერძო მეპატრონესთან დალაპარაკება და მედიატორის როლის შესრულება და თუ ეს არ გამოვა ალტერნატიული ფართის გამოყოფა მოიხოვეს. გამოგვიყონ ადგილი, სადაც ვაჭრობას შევძლებთ და გადასახადები არ დაგვახრჩობს-თქვეს მათ.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან