forum.ge Tbilisi photos accompanied by georgian music played by Dr Badri Gogia in Paris in 2009

18.03.2009 08:26

და მერე რა, რომ შეცდომებით ვუკრავ (სხვათაშორის, სორბონის ამფითეატრში) ? 6 წლის ასაკში სოხუმის კონსერვატორიის პირველი გაკვეთილიდანვე გამოვიპარე ! პიანინო ქალების საქმეა-მეთქი, - ვჯიუტობდი მე! ასე რომ, არც ერთი გაკვეთილი არ ჩაუტარებიათ სოლფეჟების მხრივ ! პატარაობიოდან დედას ვუყურებდი, თუ როგორ უკრავდა და იმიტირებას ვცდილობდი... კიდევ მეტი ! დიდმა პიანისტმა პატრიკ კოენმა 2004 წელს ჯერ პარიზის კონსერვატორიაში მომიწვია და ლექცია წამაკითხვინა (პიანო ფორტეზე დაკვრით), თავის სტუდენტებს კი უთხრა: "აი, ისე უნდა დაუკრათ და იმღეროთ, როგორც ბადრი აკეთებსო" ! ჩემთან შეხვედრის მერე პარიზიდან ვენაში დაბრუნდა და იქ უცნაურად დაუკრა ვენის სიმფონიურ ორკესტრში. ანტრაქტის დროს თანაგუნდელებმა ჰკითხეს: - პატრიკ, ეს როგორ უკრავ, რა მოგივიდაო!.. პატრიკს უმასუხია : - პარიზში მყავს ქართველი ძმაკაცი ვიტალისი და ასე დაკვრა მან მასწავლაო. თავად მომიყვა. მე კი მქვია ბადრი, მაგრამ პატრიკმა დამარქვა ვიტალისი, რაც "ენერგიას" აღნიშნავს. აი, მისი ლინკი : http://www.hexagone.net/music/cvprofs... ასე რომ, კრიტიკას აწი არ ვღებულობ ! ვოტ ტაკ!

გაზიარება: