ყველა მინუს ივანიშვილი - გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო
12/05/2018
საქართველოს ხმა-ის
მიერ
ყველა მინუს ივანიშვილი - ოპოზიციური სპექტრი ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ერთიანდება.
კონსულტაციების პირველი რაუნდი \"ლეიბორისტული პარტიის\" ოფისში მიმდინარეობს, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ესწრება. პოლიტიკური კრიზისი 28 ნოემბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნა, როცა ერთ მხარეს ისევ მხოლოდ \"ქართული ოცნება,\" მეორე მხარეს კი მთელი ოპოზიციაა, 800 ათასზე მეტი მხარდამჭერით.
პოლიტიკური კონსულტაციების პარალელურად, პარტიები სარჩელის შეტანას და არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნას გეგმავენ.
„საარჩევნო გარემო, საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს. უნდა შემუშავდეს თამაშის წესები, რომელიც მისაღები იქნება ყველასათვის. საუბარია საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ კოდექსი არ შეიცვალა ამ კოდექსითა და საარჩევნო კომისიით არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს,“-ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია.
საარჩევნო გარემოს ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავაც. იგი აცხადებს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
„აუცილებელია ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც საფუძველი იქნება არსებული რეჟიმის დემონტაჟისა ეს შესაძლებელია, თუ მოხდება საარჩევნო გარემოს ცვლილება,“-ამბობს გუგავა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციის ერთობაზე, მესამე სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებაზე იქნება დამოკიდებული, დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის ულტიმატუმს.
„გასაგებია რომ \"ქართულ ოცნებას\" არაფრის ცვლილება არ უნდა, თუმცა საერთშორისო ზეწოლისა და ერთად დგომის პირობებში ჩვენ შევძელით იმის იძულება, რომ გარკვეულ დათმობებზე წასულიყო,“-ამბობს თარხნიშვილი.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ საქართველო დღეს ყველაზე ახლოსაა იმ რეალობასთან, როცა შესაძლებელია სამართლიანიო საარჩევნო სისტემა დამკვიდრდეს.
წყარო: რუსთავი 2
https://vog.ge