P a J o - თვალები ამბობენ lyrics /?/ ტექსტი

08/28/2016
Davit Demetrashvili-ის მიერ

გამოიწერეთ არხი
და მოიწონეთ ფბ-ს გვერდი:
https://www.facebook.com/Baltazar-cha...
ტექსტი P a J o
Prod By Taser
Mastering ზაზა ლომთაძე
Video Editor Fresh studio ომიკო მუშკუდიანი
გადმოწერეთ ხარისხიანი აუდიო - https://soundcloud.com/p-a-j-o-offici...
პაჯო - tvalebi amboben teqsti ; text; tekqsti:
მე შემიძლია შენთვის ყველაფერი დავთმო
და ზამთრის ცივ ღამეში ჩაგეხუტო და გაგათბო
შემიძლია შენთვის მოვკვდე, სამუდამოდ გავქრე
მაგრამ მთავარია ყოველთვის მე შენს გულში დავრჩე
უშენობა მახრჩობს და არ მიხსნის შენსკენ გზას
მინდა მოვკვდე მაგრამ სანამ გხედავ ვერ მოვიკლავ თავს
სანამ სულში ხანძარია და მკვეთრად ელავს ცა
იმედი მაქვს, ღმერთის რწმენით უნდა გავიარო გზა
რომელიც მოდის შენამდე ვიცი რომ რთულია
არ მაშინებს დაბრკოლება თუმცა ტკივილს მაინც განვიცდი
ვიცი ყოველი ნაბიჯი რომ განსაზღვრულია
მაგრამ საუკუნეც რომ გავიდეს მე მაინც განვიცდი
რადგან შენში ვხედავ თვისებას რომელიც მაძლევს ძალას
რომელიც მიბიძგებს ვიყო იმაზე კარგი ვიდრე
საკუთარ თავს ვხედავ სარკეში, ყოველდღე მკმარა
ვიცი რომ რაღაც დოზით შენში თავი დავიმკვიდრე
თვალები ხედავენ იმას რასაც გული ამბობს
და როცა გული ხედავს თვალები ამბობენ
უშენობის ქარი ჩემშია და უმოწყალოდ მახრჩობს
მაგრამ შენი ხელები შორიდანაც მათბობენ
უჩემობის ქარი უშენობას ებრძვის წლებია
თვალებს და გულს ეს ტკივილი დღემდე არ განელებია
და თან წვიმის წვეთები სარკმელთან ეხეთქებიან
სახლში სადაც შენზე ფიქრში ღამე მითენებია
ზოგჯერ ისე მემართება ვწერ და ვერ ვჩერდები
მაგრამ ხანდახან ვჭედავ თითქოს, სტროფებში ვბერდები
მე არც მოცარტს არც შექსპირს არც გალაქტიონს ვედრები
მე ვცხოვრობ შენი ყოველი ამოსუნთქვის შეგრძნებით
ვემეტებით დროს ის ყოველთვის წინ გვისწრებს
მე უშენოდ ვერასდროს ვერ დავისახავ მიზნებს
გადავშლი დღიურს ისევ და ჩავინიშნავ ამ წამს
სულ ერთად ვიქნებით ჩვენ ერთმანეთს თუ მივცემთ შანსს
მერე...
და სანამ, შემოდგომა განაგრძობს ფოთოლთ ცვენას
მე არ ჩავიქნევ ხელს არ შევწყვეტ შენთვის წერას
თემას გავშლი ფიქრებს გარეთ,
მითებს ვბადებ
ტიტრებს ვმარხავ
ზღვისფერ თვალებს შევეჩვიე, გახსოვდეს რომ მიყვარხარ
თვალები ხედავენ იმას რასაც გული ამბობს
და როცა გული ხედავს თვალები ამბობენ
უშენობის ქარი ჩემშია და უმოწყალოდ მახრჩობს
მაგრამ შენი ხელები შორიდანაც მათბობენ

ვიდეოები „Davit Demetrashvili"-ისგან