"ორჰან ველის სტამბული"

12/20/2012
Artareatv-ის მიერ

• ორჰან ველი არის ცნობილი თურქი პოეტი, რომლის შესახებაც თურქეთში სმენია ყველას და მათ შორის მათ, ვისაც პოეზიასთან შეხება, არასოდეს ჰქონია. თუმცა მის შესახებ, თითქმის არაფერი იციან მეზობელ საქართველოში და მის შემოქმედებას, ცუდად, ან საერთოდ არ იცნობენ ჩვენს ქვეყანაში.

• 1950 წელს, იგი ძალიან ახალგაზრდა, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მიუხედავად ასეთი ხანმოკლე სიცოცხლისა, ორჰან ველი არის პოეტი, რომელმაც შეძლო ყველაზე დიდი გავლენა მოეხდინა თანამედროვე თურქულ პოეზიაზე.

• ის დაიბადა სტამბულში და ამ საოცარი ქალაქის მიმართ, პოეტს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა, მაგრამ ორჰან ველი ხშირად ამბობდა, რომ მხოლოდ სტამბულის ნახვა, საკმარისი არ არის _ მას უნდა უსმინო კიდეც...

@ დათო ტურაშვილი
http://tbcartarea.ge