ზურაბ ჭიაბერაშვილი: “ქამრების შემოჭერა” სოციალურად დაუცველი ბავშვების ხარჯზე
04/14/2015
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ის
მიერ
მილიარდერი ივანიშვილის მმართველობის 3 წელი ლარის კურსის ვარდნით, სიდუხჭირის ზრდით, ინვესტიციების კლებით და სამუშო ადგილების დაკარგვით ხასიათდება.
ივანიშვილის მთავრობა შიშობს, რომ, ეკონომიკური სტაგნაციის გამო, ბიუჯეტი ვერც ამჯერად შესრულდება. ამიტომ იგი ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.
2014 წლის დეკემბერში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა და განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, ყოველ ბავშვზე დამატებით 10-ლარს მიიღებდა.
დღეს ისე, რომ გაცემა ჯერ არ დაწყებულა, ეს დაანონსებული ბავშვის 10-ლარიანი დანამატი უკვე შეჭამა ლარის კურსის ვარდნამ და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებამ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დღემდე ვერ ასახელებს თარიღს, ზუსტად როდის დაიწყება ბავშვის 10-ლარიანი დანამატის გაცემა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია ძალაში 2015 წლის 1 აპრილიდან უნდა შესულიყო. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი მეთოდოლოგიით დახმარებადანიშნულ ოჯახებს უკვე 1 აპრილიდან უნდა მიეღოთ ყოველ ბავშვზე 10-ლარიანი დანამატი.
2015 წლის 31 მარტის #145 დადგენილებით, მთავრობამ ეს ვადა 1-ლ მაისამდე გადაწია და ამით 260,000 ბავშვზე გასაცემი ერთი თვის ფული 2,6 მლნ ლარი “დაზოგა”.
2014 წლის დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი საპროგნოზო მონაცემებივე აჩვენებდა, რომ სერგეენკოს მიერ ინიცირებული ცვლილებით ქართული ოჯახების ზოგადი სიღარიბე არათუ არ იკლებს, არამედ ოდნავ იმატებდა კიდეც. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, როდესავ იავნიშვილის მთავრობა მის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებების შესრულებასაც ვეღარ ახერხებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, მთავრობამ დანაზოგი საკუთარი პრემიებისა და დანამატების ხარჯზე გააკეთოს და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ბავშვის 10-ლარიანი დანამატის გაცემა 1 მაისიდან დაიწყოს.