ქართული ხმები - კარკუჩით წამაიყვანეს / Georgian Voices - Karkuchit Tsamaikvanes

11.06.2021 02:21

Album: Gazapkhulda, Akvavilnda Nushi Year: 2012 Composer: R. Laghidze Lyricist: Public Domain Spotify: https://spoti.fi/2U4PY6L Amazon: https://amzn.to/3sdxWfq Itunes: https://apple.co/3jE5W0B Facebook:   / qartulikhmebi   Subscribe: https://bit.ly/2U3WpqJ ©℗ GMI Rights Management https://www.GMI.ge ქართული ხმები — ვოკალური ანსამბლი, საქართველოს სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი. ცნობილი არიან რეპერტუარებით როგორიცაა : მრავალჟამიერი, მოვა მაისი, ბეჩა ყირამალა, კარგი ხარ გოგოვ, მზე შინა და მზე გარეთა, დილა მშვიდობისა რა ლამაზად თენდები და ა.შ. მათ კოლაბორაცია ჰქონდათ არტისტებთან, როგორებიც არიან:Bobby McFerrin, ნიაზ დიასამიძე, ნატო გელაშვილი, ზვიად ბოლქვაძე , მერაბ სეფაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნანი ბრეგვაძე და მამუკა ჩარკვიანი. „ქართული ხმების“ სიმღერა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფობით, მაღალი პროფესიული კულტურით, თავისებური მანერით. საქართველოს ყველა კუთხის უძველესი ხალხური სიმღერების გარდა რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, რომლებიც არიან: ლილიკო ნემსაძე, ქეთი გაბისიანი,ჯუმბერ ამანათაშვილი, ზვიად ბოლქვაძე სიმრერის ტექსტი: კარკუჩით წამაიყვანეს ქალი ლამაზი თმიანი. შვიდი მაყარი თან მოჰყვა შვიდთავე ცხენოსნიანი. ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში, ბევრსაც ვარ გადანაყარი, ის კი არ გამიგონია დედოფალს კოცნის მაყარი. ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში, ბევრსაც ვარ გადანაყარი, ის კი არ გამიგონია დედოფალს კოცნის მაყარი. ქალმა თქვა ახალგაზრდასა სიცილით შავეპარები, მავაკვლევინებ სურვილსა ახლო არ გავეკარები. არ მაიშალა ლამაზმა შავი თოლების ბრიალი ცალად ხიდთან რომ მივიდნენ დადგა ხანჯლების ტრიალი. არ მოიშალა ლამაზმა შავი თოლების ბრიალი ცალად ხიდთან რომ მივიდნენ დადგა ხანჯლების ტრიალი. პირმან დაგლოცათ ღვთისამან, ნაწილმან ბარძიმისამან, ალავერდს წმინდა გივარგიმ, ქალაქში სივანისამან. ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა ვაჟების ქორწინებასა ქალების გასტუმრებასა! ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა ვაჟების ქორწინებასა ქალების გასტუმრებასა! #GeorgianVoices #ქართულიხმები #Грузинскиеголоса

გაზიარება: