"სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად" 2013 - კავკასიის უნივერსიტეტი

12/04/2013
infocse-ის მიერ

17 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტში კონკურსის ''სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2013″ ფარგლებში ჩატარდა შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი, სადაც მონაწილე სტუდენტურ ჯგუფებს შორის გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ″Hit For Brains\". მეორე ადგილის მფლობელი კი გახდა გუნდი ″ჯიმ″. მონაწილე გუნდების ამოცანა იყო მოეფიქრებინათ ახლადამოქმედებული სოციალური საწარმოს \"ერთად\" მარკეტინგული პრობლემების გადაჭრის გზები.


2013 წლის ოქტომბერში დაიწყო \"სოციალური მეწარმეობის ცენტრის\"
ყოველწლიური კონკურსი - \"სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად.\" კონკურსი მიზნად ისახავს თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციასა და მათ აქტიურ ჩართვას სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ ჩვენი Facebook-ის გვერდზე.
https://www.facebook.com/csegeorgia