umagresi leqsi umagresi shemsrulebelit ;:28 მარტი, 2019
#Sicocxleshive gviyvardes - სიცოცხლეშივე გვიყვარდეს ♡♡♡
ტექსტი..
კახა იაკობიძე
სიცოცხლეში დააფასეთ,
სიცოცხლეში გვიყვარდეს.
თორემ, მკვდარს ჩვენი სიტყვები –
არაფერში არ არგებს.
სიცოცხლეში მოეფერეთ,
სიცოცხლეში აკოცეთ.
მკვდარი უკვე ვეღარ იგრძნობს,
შუბლზე ტუჩს რომ დაადებ.
კაცი თურმე, როცა კვდება, –
ყველას მაშინ გვიყვარდება.
სიცოცხლეში ხშირად ვამბობთ –
ის არ არის, ვინც ჩვენ გვინდა,
ცოცხლები რომ ლექსს დაწერენ,
ცუდი ლექსი გვგონია,
რომ მოკვდება, მერე ვიტყვით –
გენიოსის ხელია.
ცივები ვართ...
ბოღმები ვართ...
ჩვენზე წინ თუ ვინმე დგას,
სიცოცხლეში არ ვიტყვით და –
თუ მოკვდება, ვტირივართ.
რატომ?..
რისთვის?..
ნუთუ არ გვსურს, ცოცხალი დავაფასოთ?..
როცა შექმნის ვინმე რამეს, –
შეუქოთ, მოუწონოთ, –
გავახაროთ, –
ავატიროთ, –
ბედნიერი გავხადოთ.
რომ მოკვდება –
რაღად უნდა, ჩვენი ქება – დიდება,
ის ხომ უკვე ვეღარ გვხედავს, –
მხოლოდ ღმერთი სჭირდება.
მისი სული მაღლა იფრენს,
და ზემოდან დაგვცინებს, –
უბადრუკებს, უმაქნისებს,
დაუნახავ ორპირებს.
პაპის – პაპით,
პაპის – პაპით –
ასე იყო, გრძელდება,
ცოცხლებს ჩვენ ვერ ვაფასებთ,
მკვდარი უფრო გვჭირდება.
სიცოცხლეში დავაფასოთ,
სიცოცხლეში გვიყვარდეს.
თორემ, მკვდარს ჩვენი სიტყვები,
არაფერში არ არგებს.
🖤💜
მსგავსი ვიდეოები
umagresi leqsi levan bejashvili sadgegrdzelo leqsebi siyvaru...
levanpoeti100
umagresi leqsi ლიმონათი
GAME FOREVER
უმაგრესი ლექსი თემო არაბიძე umagresi leqsi temo arabize
მარიამი კვირიკაშვილი
სხვა რაკურსი - გიორგი ტიგინაშვილი "უმაგრესი ლექსი ქალებს"
SXVA RAKURSI სხვა რაკურსი ემიგრანტებისთვის
temur shengelaia - თემურ შენგელაია - "პაემანი"
Temo Shengelaia თემო შენგელაია
Temo Shengelaia - aravin ar tqvas rom ca aris yvelaze magla...
Temo Shengelaia თემო შენგელაია
თემო შენგელაია - არა ვარ კარგად / Temo shengelaia - ara var...
Temo Shengelaia თემო შენგელაია
temur shengelaia / თემურ შენგელაია
Temo Shengelaia თემო შენგელაია