ლელა წურწუმია - ენძელა / Lela Tsurtsumia - Endzela

11/15/2018
Lela Tsurtsumia Official-ის მიერ

Album: Live
Year: 2007
Composer: Vazha Durglishvili
Lyricist: Moris Potskhishvili
Spotify: https://shorturl.at/cjF26
iTunes - https://shorturl.at/cexRT
©℗ GMI Rights Management

Subscribe: https://shorturl.at/oEJ68

სიმღერის ტექსტი:

იებია თუ თოვლია
მე რომ მზის შუქი მომფინა
მე სიყვარული მეგონა
თურმე სიზმარი ყოფილა
ო, რა იმედით გელოდი
ვინ მომიშუშებს იარებს
მეგონა შენ მიმღეროდი
თურმე ენძელა შრიალებს
შრიალებს... შრიალებს
თურმე ენძელა შრიალებს
შრიალებს...
არ ამიცხადდა არასდროს
ნატვრა, სურვილი, ოცნება
ვარსკვლავი წყდება ვარსკვლავებს
ცას ჩემი ბედიც მოსწყდება
ო, რა იმედით გელოდი
ვინ მომიშუშებს იარებს
მეგონა შენ მიმღეროდი
თურმე ენძელა შრიალებს
შრიალებს... შრიალებს
თურმე ენძელა შრიალებს
შრიალებს... შრიალებს

სადა ხარ სად მოგზაურობ
ქარდაქარ სად გიქროლია
აქ რომ მოფრინდი ხმაურობ
შენი ფეხის ხმა მგონია
მგონია... მგონია
შენი ფეხის ხმა მგონია
მგონია... მგონია
შენი ფეხის ხმა მგონია






#ლელაწურწუმია
#ენძელა

ვიდეოები „Lela Tsurtsumia Official"-ისგან