ფარდაგი/Rug weaving

11/05/2020

🏔თუში ქალები ოდითგანვე ცნობილები იყვნენ ხელსაქმით. განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებით გამოირჩეოდა ძველი თუშური დასაფენები - ფარდაგები. თუშურ ფარდაგს ბუნებრივი ფერთა გამა და თავშეკავებული კოლორიტი ახასიათებს, რომელიც ძირითადად შავი, თეთრი, მონაცრისფრო, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ღვინისფერი ფერებით განისაზღვრება. თუშურ ფარდაგებს ახასიათებს გეომეტრიული ორნამენტების მრავალფეროვნება.
🧶🧵💠მაია ლია კახოიძე ფარდაგის ერთ-ერთი გამორჩეული მქოსველია. იგი ზემო ალვანში ცხოვრობს. ოსტატის ნამუშევრებს ახასიათებს შესრულების მაღალი ხარისხი, ბუნებრივი საღებავებით შეღებილი ძაფების დახვეწილი შეხამებები და ტრადიციული თუშური სახეები.

🧶🧵Tushetian households are famous for their rugs, and carpets distinguishable by the settle colors of natural dyes and the simplicity of design. The restrained color palette was mostly composed of black, white, and grey and settled tones of blue, green, yellow, and dark red. Geometric patterns were rather popular, compared to figurative and floral ornaments.
🧶🧵💠Maia (Lia) Kakhoidze is amongst the best rug weavers. She lives in Zemo Alvani. She only uses naturally dyed threads. Her rugs are marked by the exquisite quality and traditional design.

🤝ვიდეო შეიქმნა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ USAID Zrda Activity in Georgia-ს მხარდაჭერით.

#შექმენიხელით #ატარეტრადიცია