"არ შეიძლება ზვიად გამსახურდიას სახელის წარამარა გმოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის"

05/17/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 17.05.2019)
ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს ნუ იყენებენ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას სახელს ყველა უნდა გაუფრთხილდეს.
პირველი პრეზიდენტის შვილმა ზუგდიდში ქართული ოცნების სახელით წინასააწჩევნო კამპანიაში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ დევნაში მონაწილე პირების ჩართვაზეც ისაუბრა. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, როგორც გია მხეიძე, ასევე ვახტანგ ზარანდია პირადად მონაწილოებდნენ ზვიად გამსახურდიას დევნაში და პროკურატურას თუ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება სურს ამ ადამიანების და მათთან დაკავშირებული პირების დაკითხვით უნდა იყოს დაკავებული, რაც შეეხება გამოძიებას, ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება თითქოს დაიძრა, თუმცა ახლა პროკურატურაში გამსახურდიების ზარებსაც კი არ პასუხობენ.

გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან