საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება. „კოვიდ-19“-ის ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსი კიდევ 79 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. გამოვლინდა ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევა. გაზრდილია „კოვიდ-19“-ის გავრცელების მასშტაბი ბავშვებში. არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების მოქმედების ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. 13 სექტემბრამდე არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ასევე გაწერილია კრიტერიუმები, რა შემთხვევაში განახლდება დასწრებული სწავლება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები