ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში

04.08.2015 13:03

პროექტის ფარგლებში მომზადებული რადიოსიუჟეტი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე მოვითხრობს. რა პრობლემები გამოიკვეთა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად და როგორ აპირებს საბჭო უპასუხოს ამ გამოწვევებს; რა პროექტები განახორციელა საბჭომ და რა არის ამ საქმიანობის კონკრეტული შედეგი. საბჭოს წევრების ინფორმაციით, ბევრი ღონისძიებაა განსახორციელებელი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კუთხით. სიუჟეტში ითქვა, რომ საბჭოს პროექტი „კიბო განაჩენი არ არის“ ამ პრობლემის მქონე ადამიანების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად, მაგრამ გარდა ამისა, ბევრი სხვა საკითხის ადვოკატირებაც ხდება: ოზურგეთს არა ჰყავს ონკოლოგი; არ არსებობს ამ დაავადების ადგილობრივი სტატისტიკა; არ არის განვითარებული დაავადებათა პრევენციის კულტურა. წყარო: http://fsokhumi.ge/index.php/ka/ge/33...

გაზიარება: