UX/UI ქოფირაითინგი - ქეთი დიასამიძე

09/28/2021
Smart Academy-ის მიერ

კურსის მიზანია, სტუდენტებმა დახვეწონ მარკეტინგული წერის უნარები, ისწავლონ როგორ იწერება სხვადასხვა ტიპის ტექსტი, შეძლონ სწორად მოარგონ UX/UI ქოფი კომპანიის მიზანსა და სტრატეგიას.

რეგისტრაცია https://smartacademy.ge/trainings/40-...

რას ვისწავლი?
ვებ-გვერდის ტექსტებზე მუშაობას
UX/UI ქოფის შექმნას
მარტივი სლოგანების დაწერას კონკრეტული პროდუქტისთვის
კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით ქოფის შექმნას

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
უნდა მქონდეს ქართული გრამატიკის საბაზისო ცოდნა
უნდა შემეძლოს ინგლისურენოვანი ლიტერატურის წაკითხვა


ლექტორის შესახებ

ქეთი დიასამიძე არის adjarabet.com-ის მარკეტინგის ქოფირაითერი და სენიორ ქოფირაითერი საკომუნიკაციო სააგენტოში sci-fi.

ქეთის საქმიანობის სფეროები მრავალფეროვანია და მოიცავს UX/UI ქოფის, ბრენდინგს, ბლოგებსა და სტატიებს, ციფრულ მარკეტინგს, ვიდეოებს, სცენარებსა და ვოისოვერებს.

ქეთის აქვს როგორც კრეატიული, ასევე თემატური ქოფირაითინგის გამოცდილება. თანამშრომლობს National Geographic საქართველოსთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან.

მას უმუშავია ისეთი ბრენდების ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა TBC Business, m², Eurocredit, adjarabet.com და სხვა.

კურსის ჩატარების დრო
ორშაბათი, ხუთშაბათი - 20:00-22:00
ლექციები ჩატარდება დისტანციურად, Google Meet-ის პლატფორმაზე.

ვიდეოები „Smart Academy"-ისგან