საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები/Encouraging Youth Residing by the Occupation Line

02/04/2021
Georgian Institute of Politics-ის მიერ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი “ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში”.

პროექტში 150-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო მთელი საქართველოს მასშტაბით. სწორედ მათ იდეებზე დაყრდნობით მომზადდა ახალგაზრდული მანიფესტი, რომელიც ასახავს გამოწვევებს ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის კუთხით და გვთავაზობს ახალგაზრდების რეკომენდაციებს ამ გამოწვევების დასაძლევად. მანიფესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს წარედგინათ.

პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებს სხვადასხვა რეგიონში ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ინიციატივები განეხორციელებინათ ქვე-პროექტების სახით.

პროექტი 4: საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა დემოკრატიულ პროცესებში
რეგიონი: ზუგდიდი /წალენჯიხა, სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქვე-პროექტის ავტორები: ანა ცანავა, ლევან პაპავა, სოფიო ჭითანავა, თეკლე ჯღარკავა, ირაკლი ბერაია.

პროექტი ორიენტირებულია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრაზე. მისი მთავარი მიზანია ამ სოფლების უფროსკლასელთა წახალისება, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში.

https://bit.ly/2YexgIj​
https://www.facebook.com/GeorgianInst​...
https://www.facebook.com/Polis180.DE​

--------
In collaboration with a German partner organization, Polis180, Georgian Institute of Politics implemented a project – #GEOYOUTH2020​ - \"Engaging Youth in Politics in Georgia\" financially supported by the Federal Foreign Office.

More than 150 young people from all over Georgia participated in the project. Their ideas resulted in the Youth Manifesto, which outlines the challenges young people in Georgia face to become more politically engaged and suggestions by active youth on how to address them. The Manifesto was presented to the leaders of the major political parties participated in 2020 Georgian parliamentary elections.

Furthermore, four projects were launched with the help of the sub-grants, which the GIP has opened up for the beneficiaries of the project.

Project 4: Encouraging Participation of the Youth Residing by the Occupation Line in the Democratic Processes
Region: Zugdidi/Tsalenjikha, Samegrelo-Zemo Svaneti
Implemented by: Ana Tsanava, Levan Papava, Sopio Tchitanava, Tekle Jgarkava, Irakli Beraia

The project aims at addressing the challenge related to the lack of informal education and access to information among young people in the villages by the occupation line. Its major goal is to encourage high-school students of these villages to participate in social life and democratic processes actively.

http://gip.ge/youth-manifesto/​
https://www.facebook.com/GeorgianInst​...
https://www.facebook.com/Polis180.DE​
https://polis180.org/geoyouth2020-man​...